საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მესამე მოდული გაიმართა.
სამდღიანი სემინარის ფარგლებში სასწავლო კურსის მონაწილეებმა ინფორმაცია სამწვრთნელო მეთოდოლოგიის, ლიდერობის, დაცვის მოწყობისა და სამედიცინო საკითხების შესახებ მიიღეს. უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციის შესაბამისად სწავლება როგორც პრაქტიკული ასევე თეორიული ნაწილისგან შედგებოდა.
უეფას მწვრთნელთა განათლების აღნიშნულ კურსზე 20 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. სასწავლო და საგამოცდო მოდულების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი, თითოეული მათგანი საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზიის მფლობელი გახდება.