სიახლეები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

ქალთა ფეხბურთი
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა ფეხბურთელის, ნინო გურგენიძის გარდაცვალების გამო. ნიჭიერი და წარმატებული ფეხბურთელი დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა მძიმე დაავადებას და სამწუხაროდ 19 წლის ასაკში გარდაიცვალა. 
კარიერის მანძილზე ის საფეხბურთო კლუბ “მართვეში” თამაშობდა და ორჯერ გახდა საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული. ასევე იყო აზერბაიჯანის 17 და 19 წლამდე ნაკრების წევრი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს და ვიზიარებთ ამ უდიდეს დანაკარგს.