დავით პეტრიაშვილი არენაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცეზნიის კურსის მეორე მოდული ჩატარდა.
კურსის მონაწილე მწვრთნელებმა თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობით ინფორმაცია მეკარეების მომზადების, გამძლეობის, ფსიქოლოგიის, თავდაცვისა და შეტევის შესახებ მიიღეს.
ამ ეტაპზე უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის აღნიშნულ კურსზე 20 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. სასწავლო მოდულების დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მწვრთნელები საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია მიიღებენ.