სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიის Refresh კურსზე რეგისტრაცია განახლდა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის Refresh კურს გეგმავს.

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მწვრთნელებს გთხოვთ დარეგისტრირდეთ მითითებულ ბმულზე მიმდინარე წლის 31 ივლისამდე. უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიების Refresh კურსები მიმდინარე წლის აგვისტოში გაიმართება. დამატებითი ინფორმაცია კურსის ჩატარების ზუსტ თარიღთან დაკავშირებით მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიების Refresh კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ყველა მწვრთნელს, რომლის ლიცენზიას ვადა გაუვიდა ან მოქმედების ვადა 2020 წლის ბოლომდე ეწურება. 

დამატებით ინფორმაციას კანდიდატები რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.