სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის მასტერ ტესტი ჩატარდა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის საგამოცდო მოდულის მასტერ ტესტი გაიმართა.

კურსის მონაწილეებმა 4 დღის განმავლობაში როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ტესტები ჩააბარეს. ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის მონაწილე 6 მწვრთნელს უკვე გადაეცა საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია. სხვა მონაწილეებთან დაკავშირებით კი, სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტი შეაჯამებს ტესტების შედეგებს და თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად აცნობებს შედეგს.

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის აღნიშნული კურსი 2019 წლის 3 ივნისს დაიწყო და სწავლება 6 მოდულისგან შედგებოდა. კურსის მონაწილე 25-მა მწვრთნელმა ამ ხნის განმავლობაში როგორც პრაქტიკულ ასევე თეორიულ მეცადინეობებში მიიღო მონაწილეობა.