30 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით UEFA-ს მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსის საგამოცდო მოდული დაიწყო.
მოდულის პირველ დღეს კურსანტები თეორიულ გამოცდას ჩააბარებენ. მომდევნო სამი დღის განმავლობაში კი, პრაქტიკულს.
UEFA-ს მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის აღნიშნულ კურსზე 21 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში თითოეული მათგანი საერთაშორისო ხარისხის ლიცენზიას მიიღებს.