18 ივნისს 11:00 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ონლაინ რეჟიმში გაიმართება.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:
1. საქართველოს 2020 წლის XXXII ჩემპიონატის და დავით ყიფიანის სახელობის თასის XXXI გათამაშების დებულების დამტკიცება;
2. კლუბების ეროვნული ლიცენზირების დებულებების (2020 წ. რედაქცია) დამტკიცება;
3. კლუბების ლიცენზირების სხვადასხვა საკითხები;
4. სხვადასხვა