17 ივნისს თბილისის დროით 17:30 საათზე უეფას წევრი ასოციაციების გენერალური მდივნების ვიდეო კონფერენცია გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობას სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი მიიღებს.
ვიდეო კონფერენცია უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის 17 ივნისის შეხვედრის დასრულების შემდეგ არის ჩანიშნული.
რაც შეეხება უეფა-ს აღმასულებელი კომიტეტის სხდომას, ის 17-18 ივნისს არის დაგეგმილი. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად აღმასრულებელი კომიტეტის წევრები ევრო 2020-ის პლეი-ოფის და 2020-2021 წლების ევროტურნირების შესახებ იმსჯელებენ.
ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან ერთად უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრები ასაკობრივი ნაკრებების ტურნირების განახლების ვარიანტებს განიხილავენ.