სიახლეები

ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა გლდანში სფფ-ის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა მოინახულეს

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პირველ ვიცე პრეზიდენტთან კახა ჭუმბურიძესთან და ტექნიკურ დირექტორთან ზაზა ზამთარაძესთან ერთად გლდანში სფფ-ის საფეხბურთო ცენტრის მიმდინარე მშენებლობა მოინახულა.

ამ ეტაპზე დასრულებულია ტერიტორიის შემოღობვა, დამონტაჟებულია განათების ანძები და მიმდინარეობს გასახდელი შენობის მშენებლობა.

პროექტი მოიცავს ხელოვნურსაფარიან სტანდარტულ და მინი მოედანს განათებით, ტრიბუნითა და ადმინისტრაციული შენობით. როგორც ცნობილია, მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, საძირკველში სიმბოლური კაფსულის  ჩაგდების ცერემონია 2019 წლის 8 ნოემბერს გაიმართა. საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა, რომელიც უეფასა და ფიფასგან მიღებული თანხებით მიმდინარეობს, 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება.