სიახლეები

მწვრთნელთა განათლების კურსები დისტანციურ რეჟიმში გრძელდება

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი მწვრთნელთა განათლების დისტანციურ კურსებს განაგრძობს. უკვე მოგახსენეთ, რომ საპილოტე პროექტის ფარგლებში პირველი დისტანციური სწავლება უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის ერთ-ერთმა ჯგუფმა გაიარა. პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში კი, საგანმანათლებლო პროცესში კურსის დანარჩენი მონაწილეებიც ჩაერთნენ.

დისტანციური სწავლების საპილოტე პროექტში უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის მონაწილე 25 კურსანტი იყო ჩართული: გიორგი ახალაძე; გიორგი ვარდოსანიძე; გურამ ჯაფარიძე; დავითი გელაშვილი; ვალერი გელიაშვილი; დავით შენგელია; დავით ბარამია; ოთარ მარცვალაძე; დათო კვირკველია; ნორმენ ტარტარაშვილი; ვასილ შენგელია; შოთა ბაბუნაშვილი; ნიკო კვასხვაძე; ვაჟა ქორიძე; ლაშა ჭელიძე; ოლეგ გველესიანი; გიორგი ნერგაძე; ნუგზარ ღამბაშიძე; ალექსანდრე ივანიშვილი; გიგი სამადაშვილი; გაგა სამადაშვილი; ალექსანდრე ჯაფარიძე; გიორგი მიროტაძე; ალექსანდრე გოგობერიშვილი; თენგიზ ჩიკვილაძე.

ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი დისტანციური სწავლების მეთოდის დანერგვას მწვრთნელთა განათლების სხვა კურსებზეც გეგმავს. მწვრთნელთა ლიცენზირების პროცესში ჩართული ყველა მონაწილე დისტანციური სწავლების შესახებ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მიიღებს.