საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 2005 – 2009 წლებში ნოდარ ახალკაცი (უმცროსი), რომელიც მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში 2017 წლიდან სხვადასხვა წამყვან პოზიციებს იკავებდა, ამჯერად FIFA-ს წევრი ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოზიციაზე დაინიშნა.
საამაყოა ის წარმატება, რომელსაც ჩვენმა თანამემამულემ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში მიაღწია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ულოცავს მას წინსვლას და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში.