21 აპრილს უეფა მორიგ საინფორმაციო ვიდეო კონფერენციას გამართავს, რომელშიც 55 წევრი ქვეყნის გენერალური მდივანი მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულ კონფერენციაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დავით მუჯირი წარმოადგენს.
23 აპრილს კი უეფა-ს აღმასკომის შეხვედრას ვიდეო კონფერენციის საშუალებით გეგმავს.
უეფა ფედერაციებთან შეხვედრას აღნიშნულ ფორმატში უკვე მესამედ მართავს. შეგახსენებთ, რომ პირველი კომუნიკაცია წევრ ფედერაციებთან 17 მარტს შედგა, უკანასკნელი ვიდეო კონფერენცია კი 1 აპრილს გაიმართა.