სიახლეები

უეფა ფედერაციებთან მორიგ ვიდეო კონფერენციას გამართავს

სფფ
გაუზიარე

ხვალ, 1 აპრილს უეფა მორიგ ვიდეო კონფერენციას გამართავს. კონფერენციაზე უეფა-ს 55 წევრი ასოციაციის გენერალური მდივნები არიან მიწვეული და განიხილება უეფას სამუშაო ჯგუფების მიერ შეთავაზებული ვარიანტები მატჩების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით. ასევე განიხილება, თუ რა ვითარებაა უკვე გამართულ საკლუბო ჩემპიონატების მატჩებთან მიმართებაში. 
შეგახსენებთ, რომ პირველი ვიდეო კონფერენცია უეფასა და წევრ ფედერაციებს შორის 17 მარტს გაიმართა.

პარასკევს, 3 აპრილს კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ვიდეო კონფერენციას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბების წარმომადგენლებთან გამართავს.