საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე შეხვედრაში სტუმრად მალტას ქალთა ნაკრებს დაუპირისპირდა. ტაქალის სტადიონზე გამართული შეხვედრა ორმხირივი შეტევებით წარიმართა, რეალური საგოლე მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა, თუმცა მომენტების რეალიზება უკეთ მასპინძლებმა მოახერხეს და ანგარიშით - 2:1 გაიმარჯვეს.
ანგარიში მე-17 წუთზე მალტელებმა გახსნეს, თეონა სუხაშვილის კარში გატანილი გოლის ავტორი რაკელ კუშიერი გახდა. შეხვედრის პირველ ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა, მეორე ტაიმში კი, გუნდებმა თითო გოლის გატანა მოახერხეს. 46-ე წუთზე ჰელი ბუგეიამ მალტელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა, 76-ე წუთზე კი, საკუთარი გოლი ხატია ჭყონია გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მალტა 2:1 საქართველო
ტაქალი, სენტენარი
მალტა: ჯ. ჩუერები, სედი, ლიპმანი, ს. ფარუჯა, ტეუმა, კუშიერი, მ. ფარუჯა (90+2' მ. ბორგი), ფლასკი, ზამიტი, ბ. ბორგი, ბუგეია (88' ე. ჩუერები)
სათადარიგო შემადგენლობა: ატარდი, ებეიერი, ზაჰრა, სულთანა, მიკალეფი, კ. ჩუერები, მიფსუდი
მთავარი მწვრთბელი: მარკ ენტონი გატი
საქართველო: სუხაშვილი, პასიკაშვილი, მატვეევა, ჭიჭინაძე, ჭყონია, ტატუაშვილი, ქველიძე (66' ქადაგიშვილი), სუთიძე, ბაქრაძე (57' ჩემინავა), თოდაძე, რაუხი
სათადარიგო შემადგენლობა: გაბუნია, ნადირაშვილი, ჩხარტიშვილი, კალანდაძე, ნ. დანელია, მ. დანელია, სხირტლაძე
მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე
მსაჯები: არაკსია სარიბეკიანი (სომხეთი), ლიანა გრიგორიანი (სომხეთი), კრისტინე გრიგორიანი (სომხეთი), სოფიკ ტოროსიანი (სომხეთი)
გაფრთხილება: მატვეევა (33), სუთიძე (89)
გოლები: 1:0 კუშიერი (17), 2:0 ბუგეია (46), 2:1 ჭყონია (76)
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მალტადან ისრაელში გაემგზავრება, სადაც საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე მატჩში 10 მარტს ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება. ქალაქ რიშონ ლე-ციონში საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.