ნიდერლანდების ქალაქი ამსტერდამი ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს 44-ე კონგრესს მასპინძლობს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ამსტერდამში პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი წარმოადგენენ.
უეფას კონგრესი ყოველწლიურად იმართება და მას ევროპის 55 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება.
მსურველებს კონგრესის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა აღნიშნულ ბმულზე შეუძლიათ.
დღესვე, თბილისის დროით 21:00 საათზე უეფას ერთა ლიგის 2020/2021 წლების სეზონის წილისყრა გაიმართება. ამსტერდამში გასამრთ ღონისძიებას პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
უეფას 43-ე კონგრესი გასული წლის 7 თებერვალს იტალიაში, რომში გაიმართა.