საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ლევან ბაჯელიძის გუნდი სტუმრად 5 მარტს მალტას დაუპირისპრდება, 10 მარტს კი, ჩვენი გუნდის მეტოქე ისრაელის ეროვნული ნაკრები იქნება.
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა უახლოესი გასვლითი მატჩებისთვის მზადება 26 თებერვლს დაიწყო. 2 მარტს კი, მალტაზე გამგზავრებამდე ლევან ბაჯელიძის გუნდმა სფფ-ის ტექნიკური ცენტრის მოედანზე არასრული შემადგენლობით ბოლო ვარჯიში გამართა. საქართველოს ნაკრები ოფიციალური მატჩის გასამართად მალტაზე 3 მარტს გაემგზავრება, სადაც გუნდს კაპიტანი ტატა მატვეევა და ნახევარმცველი ანა ჩემინავა შეუერთდებიან.
მალტისა და ისრაელის ნაკრებების წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლევან ბაჯელიძემ 20 ფეხბურთელი გამოიძახა.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესპორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), თამარ ნადირაშვილი (ნიკე, თბილისი)
მცველები: ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი), თამარ ტატუაშვილი (ჰაკარი გუჯუ, თურქეთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), ნათია სხირტლაძე (ნიკე, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (კვარტალი, თბილისი), ელენე რაუხი (გერლ ფაუერი, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი)
ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), თეონა თოდაძე (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ჰაკარი გუჯუ, თურქეთი), თამარ ქველიძე (კიტი, გერმანია), მარიამ დანელია (ლანჩხუთი), ანა ჩემინავა (ჟალგირისი, ლიეტუვა), ნათია დანელია (ნიკე, თბილისი)
თავდამსხმელები: ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი), ტატიანა მატვეევა (ტენერიფე, ესპანეთი), ხატია ჭყონია (ლანჩხუთი)
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების უახლოესი მატჩების განრიგი:
5 მარტი, 21:30 (თბილისის დროით)
მალტა - საქართველო
ტაქალი, სენტენარი
10 მარტი, 21:00 (თბილისის დროით)
ისრაელი - საქართველო
რიშონ ლე-ციონი, ჰაბერფელდი