საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდისთვის მზადების ფარგლებში გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ბელარუსის 17-წლამდე ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა გიორგი ჩიტაურის გუნდის უპირატესობით წარიმართა, საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ორი გოლი გაუტანა და ანგარიშით - 2:1 დაამარცხა მეტოქე. შედეგიანი დარტყმებით ჯადული იობაშვილი და გიორგი გვიშიანი გამოირჩნენ.
საქართველო 2:1 ბელარუსი
გორი, თენგიზ ბურჯანაძე
საქართველო: ხარატიშვილი, ავალიანი, უგრეხელიძე, ო. მამაგეიშვილი (88' დუნდუა), გვიშიანი, გაგნიძე, სიჭინავა (73' კვერნაძე), იობაშვილი, გ. მამაგეიშვილი (78' ზოსიაშვილი), სალუქვაძე, უბილავა
სათადარიგო შემადგენლობა: ვიბლიანი, შურღაია, აბჟანდაძე, ტატიშვილი, თელია, ონიანი, რუხაძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური
მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, გ. ბერაძე, თ. მაღლაკელიძე, თ. ხუბულური
გაფრთხილება: შეძკო (54), ციხანავი (62), სიჭინავა (73), გვიშანი (78), კასარაბი (86)
გოლები: 1:0 იობაშვილი (10), 2:0 გვიშიანი (25), 2:1 ზინოვიჩი (60)
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ბელარუსის წინააღმდეგ მეორე ამხანაგურ მატჩს 4 მარტს გამართავს. მიხეილ მესხი 2-ზე შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.