საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა 2020 წლის უეფას განვითარების თასი პირველ ადგილზე დაასრულა. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა ტურნირის დასკვნითი შეხვედრა ლიეტუვას 16-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ გამართა. მატჩის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა. პენალტების სერია კი, უფრო ზუსტად ლიეტუველებმა შეასრულეს და საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ანგარიშით - 3:4 დამარცხდა.
ლიეტუვა 0:0 (პენ. 4:3) საქართველო
საქართველო: მაქაცარია (46' ბერუაშვილი), ნ. დავრაშელიძე (60' ბერიანიძე), აღდგომელაშვილი, ბაგრატიონი, მოლაშვილი (83' ბართია), ხუტიაშვილი (68' კალანდაძე), ღურწკაია (83' დვალიშვილი), ქართველიშვილი, ბერია, ლაცაბიძე (გ. დავრაშელიძე), შიოლაშვილი
სათადარიგო შემადგენლობა: გეგიაძე, ლაბაძე, ხაბურზანია
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ხიზანიშვილი
საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა 2020 წლის უეფას განვითარების თასის ეგიდით 3 შეხვედრა გამართა. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარე ტურნირის რეგლამენტის მიხედვით 6 ქულა დააგროვა და გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულა.