სიახლეები

საქართველო - ბელარუსის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა!

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. 26 მარტს საქართველო - ბელარუსის შეხვედრის ბილეთების ონლაინ რეალიზაცია 15 თებერვლიდან TKT.ge-ზე მიმდინარეობდა, ფიზიკური გაყიდვა კი, "დინამო არენას" სალაროებში 22 თებერვლიდან დაიწყო.​

გულშემატკივართა საყურადღებოდ: ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის საშინაო თამაშების ყველა ბილეთზე მითითებულია კონკრეტული შესასვლელი. გთხოვთ, სტადიონზე მოსახვედრად, გამოიყენოთ ბილეთზე მითითებული კარი.

⚠︎ გთხოვთ გაითვალისწინოთ: სიგარეტის, ელექტრონული სიგარეტისა და თამბაქოს სხვა ნაწარმის მოხმარება საქართველოში არსებულ ყველა სტადიონზე აკრძალულია. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით სტადიონზე ქცევის წესებს.

საქართველოსა და ბელარუსს შორის ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შეხვედრა თბილისის "დინამო არენაზე" 26 მარტს 21:00 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.