საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა უეფას განვითარების თასის 2020 წლის გათამაშების ფარგლებში პირველი შეხვედრა გამართა. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი ალჟირის 16-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე, მინიმალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე დავით შიოლაშვილმა გაიტანა.
საქართველო 1:0 ალჟირი
საქართველო: მაქაცარია, ქართველიშვილი, მოლაშვილი, ბაგრატიონი, აღდგომელაშვილი, ლაცაბიძე, ხუტიაშვილი (67' ბერია), გ. დავრაშელიძე, ბერიანიძე (67' გეგიაძე), დვალიშვილი (56' შიოლაშვილი), ნ. დავრაშელიძე (67' კალანდაძე)
სათადარიგო შემადგენლობა: ბერუაშვილი, ბართია, ხაბურზანია, ღურწკაია
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ხიზანიშვილი
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ხიზანიშვილიგოლი: 1:0 შიოლაშვილი (65)
საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ალბანეთში მიმდინარე უეფას განვითარების თასის მეორე შეხვედრას მასპინძელი ალბანეთის წინააღმდეგ 27 თებერვალს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.