25 თებერვალს 11:00 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:
1. საქართველოს 2020 წლის XXXII ჩემპიონატის და დავით ყიფიანის სახელობის თასის XXXI გათამაშების დებულების და სადისციპლინო კოდექსის დამტკიცება;
2. ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისთვის უეფას მიერ დამატებით გამოყოფილი თანხა;
3. სხვადასხვა.