სიახლეები

საქართველო - ბელარუსი | ბილეთების ფიზიკური რეალიზაცია 22 თებერვალს დაიწყება!

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩის, საქართველო - ბელარუსის, ბილეთების ფიზიკური რეალიზაცია თბილისის "დინამო არენას" სალაროებში 22 თებერვალს დაიწყება. სალაროები 11:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებს.

23 თებერვალს, მხოლოდ ერთი დღით, საქართველოს სუპერთასის მატჩის დღეს, გულშემატკივრები საქართველო - ბელარუსის შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების შეძენას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში 11:00-დან 19:00 საათამდე შეძლებენ.

ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, საიტზე TKT.ge 15 თებერვლიდან მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრებად ბილეთი ყველა გულშემატკივარს სჭირდება და მისი ფასი 5, 10, 15 და 25 ლარს შეადგენს.

გულშემატკივართა საყურადღებოდ: ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის საშინაო თამაშების ყველა ბილეთზე მითითებულია კონკრეტული შესასვლელი. გთხოვთ, სტადიონზე მოსახვედრად, გამოიყენოთ ბილეთზე მითითებული კარი.

⚠︎ გთხოვთ გაითვალისწინოთ: სიგარეტის, ელექტრონული სიგარეტისა და თამბაქოს სხვა ნაწარმის მოხმარება საქართველოში არსებულ ყველა სტადიონზე აკრძალულია. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით სტადიონზე ქცევის წესებს.

26 მარტს, 21:00 საათზე, თბილისის "დინამო არენაზე", საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩს ბელარუსის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.