სიახლეები

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე გამოსვლა დაასრულა

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ალბანეთში უეფას განვითარების თასზე გამოსვლა დაასრულა. ტურნირის დასკვნით შეხვედრაში არჩილ ჩხაბერიძის გუნდი ლიეტუვას 16-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი დრამატულად წარიმართა, საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა პირველი ნახევარი ანგარიშით 2:0 მოიგო, მაგრამ გუნდმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა. პენალტების სერია კი, უკეთ ლიეტუველებმა შეასრულეს და ანგარიშით - 5:4 მოიგეს. ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან გოლები მე-15 და 32-ე წუთებზე ანი ძაძუამ და ელენე ენჯიბაძემ გაიტანეს.

ლიეტუვა 2:2 (პენ. 5:4) საქართველო

​საქართველო: როსტიაშვილი, ბაქრაძე, კახნიაშვილი, კანდელაკიშვილი (55' ბერაშვილი), ყიზილაშვილი, ჯგუშია, ენჯიბაძე, წიქარიძე (55' სულაშვილი), მამნიაშვილი (67' დიასამიძე), გობრონიძე, ძაძუა

სათადარიგო შემადგენლობა: ცუხურკაიძე, ჯანჯარი, გაზდელიანი, ბებნაძე

​მთავარი მწვრთნელი: არჩილს ჩხაბერიძე

გაფრთხილება: ბაქრაძე (90+4)

​გოლები: 0:1 ძაძუა (15), 0:2 ენჯიბიძე (პენ.) (32), 1:2 სლანკაუსკაიტე (პენ.) (61), 2:2 პარტიკაიტე (78)