საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ალბანეთში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე მეორე მატჩი გამართა. არჩილ ჩხაბერიძის გუნდი მასპინძელ ალბანეთს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით - 1:3 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი 21-ე წუთზე ეთერ სულაშვილი გახდა.
ალბანეთი 3:1 საქართველო
საქართველო: ცუხურკაიძე, ბერაშვილი, ბაქრაძე, ჯანჯარი, კახნიაშვილი, გაზდელიანი (40' ბებნაძე), ჯგუშია, ენჯიბაძე, დიასამიძე, სულაშვილი (46' გობრონიძე, 85' მამნიაშვილი), ძაძუა
სათადარიგო შემადგენლობა: როსტიაშვილი, კანდელაკიშვილი, ყიზილაშვილი, წიქარიძე, ბლუაშვილი
მთავარი მწვრთნელი: არჩილ ჩხაბერიძე
გოლები: 1:0 ქოსია (20), 1:1 სულაშვილი (21), 2:1 შაჰაი (45), 3:1 შაჰაი (58)
საქართველოს 16-წლამდე ნაკრები 2020 წლის უეფას განვითარების თასის დასკვნით შეხვედრას 16 თებერვალს გამართავს. ჩვენი გუნდი ლიეტუვას 16-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.