საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევრო 2020-ის საკვალფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდისთვის მზადების ფარგლებში, თურქეთის ქალაქ სიდეში ტაჯიკეთის 19-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა გამართა. შეხვედრა ჩვენი გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა. მეტოქის კართან შექმნილი რამდენიმე რეალური საგოლე მომენტის მიუხედავად, მატჩი გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა.
ტაჯიკეთი 0:0 საქართველო
საქართველო: კუტალაძე (46' ლომიძე), კაპანაძე (58' აწყურელი), გელაშვილი, ჯანგიძე (83' სამსონია), ხარაიშვილი (72' ჭავჭანიძე), მექვაბიშვილი, მესიაჩენკო (58' ფარულავა), გულიაშვილი, მოისწრაფიშვილი (15' ნონიკაშვილი), იაკობიძე, კალანდაძე (83' მამულაშვილი)
სათადარიგო შემადგენლობა: გაგნიძე
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე
გაფრთხილება: 20' კალანდაძე, 28' კაპანაძე, 33' გულიაშვილი, 37' იაკობიძე
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდის მესამე ჯგუფში შოტლანდიის, საფრანგეთისა და რუსეთის 19-წლამდე ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. შეხვედრებს 25 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით საფრანგეთი უმასპინძლებს.