სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მორიგი კურსი დაიწყო

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის პირველი მოდული გაიმართა.

სხვადასხვა საკითხებთან ერთად სასწავლო კურსის მონაწილეებმა ინფორმაცია მედიასთან ურთიერთობის შესახებ მიიღეს. C ლიცენზიის აღნიშნულ კურსზე 27 მწვრთნელი ირიცხება. აქედან 5 გოგონაა, რომლებიც მწვრთნელთა განათლების პროგრამას უსასყიდლოდ გაივლიან. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარამტებით ჩაბარების შემთხვევაში ყველა მათგანს საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემა. 

შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მოვიდა და საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა.