საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ესპანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე მეორე შეხვედრა გამართა. გიორგი ჩიტაურის გუნდი ხორვატიას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა მეტოქე. საქართველოს 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობიდან დუბლით გიორგი გვიშიანი გამოირჩა, ერთი გოლი კი, გიზო მამაგეიშვილის ანგარიშზეა.
ხორვატია 2:3 საქართველო
საქართველო: ხარატიშვილი, ავალიანი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, ო. Მამაგეიშვილი, გვიშიანი, გაგნიძე, სიჭინავა (დუნდუა), აბუაშვილი (ზოსიაშვილი), გ. Მამაგეიშვილი (უგრეხელიძე), სალუქვაძე
სათადარიგო შემადგენლობა: შურღაია, აბჟანდაძე, უბილავა, იობაშვილი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური
გოლები: გვიშიანი (2), გ. Მამაგეიშვილი
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ესპანეთის საერთაშორისო ოთხთა ტურნირის დასკვნით შეხვედრას 10 თებერვლს ნორვეგიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.