სიახლეები

ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადების კურსების მონაწილეებს კუთვნილი ლიცენზიები გადაეცათ

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, გრიშა ცაავასთან ერთად ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადების კურსების მონაწილეებს კუთვნილი ლიცენზიები გადასცა.

ორდღიან სწავლებაში, მონაწილეობა თბილისის, აფხაზეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონული ფედერაციებიდან 100-ზე მეტმა მწვრთნელმა მიიღო. კურსები როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა. გადამზადების შედეგად თითოეულ მათგანს ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის ნაცვლად უეფას კატეგორიის ლიცენზია გადაეცა, რაც მწვრთნელებს ევროპის მასშტაბით მუშაობის საშუალებას მისცემს.

თბილისში სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე გამართული კურსებით ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელების გადამზადების პროცესი დასრულდა და ამიერიდან C ლიცენზიის კურსები მხოლოდ უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციის შესაბამისად გაიმართება.შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კურსი სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებითა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.