სიახლეები

WU19 | ​საქართველო 0:1 აზერბაიჯანი

ქალთა ფეხბურთი
გაუზიარე

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევრო 2020-ისთვის მზადების პროცესში აზერბაიჯანის წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ვარკეთილის ტექნიკური ცენტრის სტადიონზე გამართული შეხვედრა აზერბაიჯანელთა გამარჯვებით, ანგარიშით - 1:0 დასრულდა. ჩვენი გუნდის კარში ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე ნისრინა ზერიულმა გაიტანა.

​საქართველო 0:1 აზერბაიჯანი

​თბილისი, ვარკეთილის ტექნიკური ცენტრი

​საქართველო: გაბელაია, რაუხი, ძაძუა, ქადაგიშვილი, კახნიაშვილი, ეჯიბია (46' აკობიძე), წულაია, დანელია, ბებია, ბოლქვაძე, მწყერაშვილი (46' წოწერია)

სათადარიგო შემადგენლობა: მარკოიძე, გურიელიძე, მოზაიძე, გოცირიძე

​მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

​მსაჯები: ალეკო აფციაური, ხათუნა მაისურაძე, ქეთევან გაიპარაშვილი, მზევინარ შარაშენიძე

​გაფრთხილება: 23' დანელია, 73' ნემატოვა

გოლები: 0:1 ზერიული (36)​

საქართველოსა და აზერბაიჯანის 19-წლამდე გოგონათა ნაკრებების პირველი დაპირისპირება 27 იანვარს გაიმართა. შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

​შეგახსენებთ, 2020 წელს 19-წლამდე გოგონებს შორის ევროპის ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს. შესაბამისად ჩვენი ქვეყნის გოგონათა ნაკრები კონტინენტის პირველობაზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. ევრო 2020 საქართველოში 21 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. საუკეთესოს ტიტულისთვის ევროპის რვა ნაკრები იბრძოლებს.