სიახლეები

ს.კ. „ცხინვალი“, ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილებით, მესამე ლიგაში აღარ იასპარეზებს

სფფ
გაუზიარე

სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საფეხბურთო კლუბ „ცხინვალს“ ლიცენზია ჩამოერთვა და შედეგად ვერ შეძლებს მესამე ლიგაში ასპარეზობის გაგრძელებას. აღნიშნული გადაწყვეტილება ლიცენზირების კომიტეტმა სფფ-ის აღმასკომის ცნობის საფუძველზე მიიღო.

24 იანვარს გამართულ აღმასკომის სხდომაზე, რომელსაც ს.კ. „ცხინვალის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ, კლუბმა ვერ შეძლო იმ ფინანსური ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომელიც მას აღმასკომის მიერ ჰქონდა დაკისრებული.