29 იანვარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ფიფას TMS-ის სემინარის მონაწილეებს უმასპინძლა და მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.
სფფ-ის პრეზიდენტმა მონაწილეებს სემინარის დასრულება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ფიფა TMS-ის სემინარი 31 ოქტომბერს თბილისში მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გუნდების წარმომადგენლებმა მიიღეს. ფიფას TMS მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ფეხბურთელების ტრანსფერებისა და რეგისტრაციის სისტემას წარმოადგენს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად მუშაობს აღნიშნული სისტემის საქართველოში დანერგვაზე.