სიახლეები

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ღია ვარჯიშს გამართავს

ფუტსალის ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 27 იანვარს 18:00 საათზე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ღია ვარჯიშს გამართავს.

​ავთანდილ ასათიანის გუნდი ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება განაგრძობს. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ავსტრიის, გერმანიისა და კოსოვოს ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. მატჩები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 29 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ ბმული.

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების აკრედიტაციის მიღების მსურველმა მედია ორგანიზაციებმა ისარგებლეთ შემდეგი ბმულით.

შენიშვნა: ფაილის ასატვირთ ველში, განათავსეთ აკრედიტაციის მოთხოვნის ოფიციალური წერილი თქვენი მედია-ორგანიზაციისგან. აკრედიტაციის მოთხოვნა შესაძლებელია 29 იანვრის ჩათვლით.