სიახლეები

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

ქალთა ფეხბურთი
გაუზიარე

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევრო 2020-ისთვის მზადების ფარგლებში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ლევან ბაჯელიძის გუნდი 27 და 29 იანვარს ვარკეთილის ტექნიკური ცენტრის სტადიონზე აზერბაიჯანს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება. მატჩებისთვის მზადება ჩვენმა გუნდმა 22 იანვრიდან დაიწყო. ამ დროისთვის შეკრებაზე 19 ფეხბურთელი იმყოფება

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: სვეტლანა გაბელია, ვარდო ცაგურია (მართვე, ქუთაისი)

​მცველები: ანა ჯოჯუა (ნიკე, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი, ელენე რაუხი, მეგი ეჯიბია (ნიკე, თბილისი), ანი მინაძე (ნორჩი დინამო, თბილისი), ანი ძაძუა

ნახევარმცველები: ნათია დანელია (ნიკე, თბილისი), ანასტასია ბოლქვაძე (ნიკე, თბილისი), ანა წულაია (კოლხეთი, ხობი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე, თბილისი), მაიკო ბებია (ნიკე, თბილისი), ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), ანი აკობიძე (ნიკე, თბილისი)

​თავდამსხმელები: მეგი გოცირიძე, ანა მოზაიძე (ნორჩი დინამო, თბილისი), ნათელა წოწერია (ლანჩხუთი)

შეგახსენებთ, 2020 წელს 19-წლამდე გოგონებს შორის ევროპის ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს. შესაბამისად ჩვენი ქვეყნის გოგონათა ნაკრები კონტინენტის პირველობაზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. ევრო 2020 საქართველოში 21 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. საუკეთესოს ტიტულისთვის ევროპის რვა ნაკრები იბრძოლებს.