საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე მეორე შეხვედრა გამართა. გიორგი ჩიტაურის გუნდი ისლანდიას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა მეტოქე. მატჩის ერთადერთი გოლი მე-17 წუთზე გავიდა. კუთხურის შედეგად თავური დარტყმით საბა ხვადაგიანმა გაიტანა.
საქართველო 1:0 ისლანდია
საქართველო: ასათიანი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი (80' ტატიშვილი), ო. მამაგეიშვილი, გაგნიძე (69' უბილავა), აბუაშვილი, გ. მამაგეიშვილი (52' ონიანი), სალუქვაძე, ზოსიაშვილი, უგრეხელიძე, თუთაშვილი (52' იობაშვილი)
სათადარიგო შემადგენლობა: ხარატიშვილი, აბჟანდაძე, ავალიანი, გვიშიანი, დუნდუა
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური
გოლი: 1:0 ხვადაგიანი
საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მინსკის საერთაშორისო ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას 23 იანვარს ტაჯიკეთის 17-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.