სიახლეები

ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადების პროცესი დასრულდა!

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით და თბილისის, აფხაზეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონული ფედერაციების ჩართულობით თბილისში მდებარე სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადების კურსები გაიმართა.

ორდღიანი სწავლება, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა და მასში მონაწილეობა ზემოთ ჩამოთვლილი რეგიონების გარდა, ყველა იმ მსურველმა მიიღო, რომლებმაც აქამდე გამართულ გადამზადების პროცესში მონაწილეობა ვერ შეძლეს. გადამზადების შედეგად თითოეული მათგანი უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიას მიიღებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული კატეგორიის მქონდე C ლიცენზიის მფლობელთათვის გადამზადების პროცესი დაასრულა, სულ მთელი ქვეყნის მასშტაბით 359 მწვრთნელი გადამზადდა და თითოეულმა მათგანმა ევროპული ხარისხის ლიცენზია მიიღო. 

შეგახსენებთ, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად მწვრთნელებისათვის ზემოთ ხსენებული კურსები სრულიად უსასყიდლოდ გაიმართა.