23 დეკემბერს, სასტუმრო ბილტმორში PES 2020-ში საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა. გადამწყვეტ ეტაპზე საქართველოს 7 რეგიონის საუკეთესო 32 მოთამაშე იღებდა მონაწილეობას.
საქართველოს ჩემპიონი ქუთაისის წარმომადგენელი გიორგი საკანდელიძე გახდა, სფფ-ის რჩეულად კი თელავის წარმომადგენელი ალექსანდრე მომოტოვი დასახელდა. ორივე მოთამაშე საქართველოს ლონდონში გასამართ e EURO 2020-ზე წარმოადგენს.
ჩემპიონატის ფარგლებში შესარჩევი ტურები საქართველოს 7 ქალაქში (ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, თბილისი) ჩატარდა. საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობა 2352 მოთამაშემ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატი PES 2020-ში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს კომპიუტერულ სპორტის ფედერაციას შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში გაიმართა.