სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის კურსი დასრულდა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების უმაღლესი საფეხურის, Pro ლიცენზიის მეთორმეტე დასკვნითი მოდული გაიმართა. მე-12 მოდულის ფარგლებში, რომელიც სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, მონაწილეებმა შემდეგი თემები გაიარეს: სტანდარტული სიტუაციები, ფიტნესი ფეხბურთში, მეთოდოლოგია და სხვა. მონაწილეებმა ასევე წარადგინეს მოხსენება ერთკვირიანი სტაჟირების შესახებ, რომელიც მათ ევროპა ლიგაში მოასპარეზე სხვადასხვა კლუბებში გაიარეს.

სემინარს უეფას მოწვეული ექსპერტი გენადი სკურტული, ცვერნა ზვეზდას ფიტნესის მწვრთნელი და ფიტნესის ექსპერტი ივან ვუჩეტიჩი და უეფას ექსპერტი კრის ვან დერ ჰაგენი უძღვებოდნენ. დასკვნით მოდულს ასევე ესწრებოდნენ უეფას განათლების სერვისების ხელმძღვანელი, ფრენკ ლუდოლფი და სფფ-ის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი და სფფ-ის ტექნიკური დირექტორი, ზაზა ზამთარაძე.

კურსის ოფიციალურ დახურვაზე მონაწილეებს სიტყვით უეფას განათლების სერვისების ხელმძღვანელმა, ფრენკ ლუდოლფმა და სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მიმართეს. მათ მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს და ამ მიმართულებით, განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

? ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: „ის მწვრთნელები, რომლებიც ამ კურსში იღებდნენ მონაწილეობას, დღესაც აქტიურად მუშაობენ როგორც კლუბებში, ისე ასაკობრივ ნაკრებებში და დარწმუნებული ვარ, რომ იმ თეორიულ და პრაქტიკულ განათლებას, რომელიც აქ მიიღეს, გამოიყენებენ თავიანთ კლუბებსა თუ გუნდებში. მეამაყება და მიხარია, რომ დღეს ოცით მეტი ძალიან მაღალი დონის მწვრთნელი ყავს ქართულ ფეხბურთს.“

? ფრენკ ლუდოლფი - უეფას განათლების სერვისების ხელმძღვანელი: „მწვრთნელთა განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. მათი ხარისხი მაღალი უნდა იყოს. მხოლოდ კარგ მწვრთნელებს შეუძლიათ კარგი მოთამაშეების მომზადება. ფეხბურთის განვითარების პროცესში მწვრთნელს უმნიშვნელოვანესი როლი უკავია როგორც თითოეულ ჩვენს წევრ ასოციაციაში, ისე ზოგადად ევროპაში. სწორედ ამიტომ საჭიროა, რომ ასოციაციებმა მწვრთნელთა განათლების მიმართულებით განახორციელონ ინვესტიციები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კი ამას აკეთებს.

?კრის ვან დერ ჰაგენი - უეფას ექსპერტი: „რაც მთავარია, ერთმანეთთან დიდი ხნის მანძილზე მუშაობით ეს მოსწავლეები სარგებელს მოუტანენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. ისინი მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების კუთხით. სასწავლო პროცესისას მათ განიხილეს და ჩამოაყალიბეს განვითარების მოდელები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ქართული ფეხბურთის ახალი მომავლისთვის ეს პირველი ნაბიჯია.“

სასწავლო პროგრამა უმაღლესი შეფასებით დაასრულა კურსის ექვსმა მონაწილემ და საბოლოო გამოცდისგან გათავისუფლდნენ. მათ, უეფას მწვრთნელთა უმაღლესი განათლების, პრო ლიცენზიის დიპლომები გადაეცათ.

ზვიად ჯელაძე, გიორგი ჭიაბრიშვილი, კახაბერ ჩხეტიანი, გიორგი დეკანოსიძე, ლევან კორღალიძე, კახაბერ კაჭარავა

უეფას მწვრთნელთა განათლების, პრო ლიცენზიის კურსის დარჩენილი 14 მონაწილე საბოლოო გამოცდას 2020 წლის გაზაფხულზე ჩააბარებს და კუთვნილ ლიცენზიას ამის შემდეგ მიიღებს.

ვლადიმერ ბურდული, ვლადიმერ ზაბახიძე, ვახტანგ თურმანიძე, ივანე მახარაძე, გიორგი მიქაძე, გიორგი ნემსაძე, კობა ჟორჟიკაშვილი, უჩა სოსიაშვილი, დავით ქოქიაშვილი, გიორგი ჩიტაური, არჩილ ჩხაბერიძე, ლაშა ჭაღიაშვილი, გიორგი ჭელიძე, ლევან ხომერიკი, ზვიად ჯელაძე

სასწავლო პროგრამა, რომელშიც 20 ქართველი მწვრთნელი მონაწილეობდა, 2018 წლის თებერვალში დაიწყო და 12 მოდულისგან შედგებოდა.

პროექტი ფეხბურთი ფედერაციის ორგანიზებით და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.