სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის Refresh კურსი ბაქოში

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, ბაქოში უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის მფლობელი მწვრთნელებისთვის Refresh კურსი გაიმართა.

ორ დღიანი სასწავლო პროგრამა როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა. Refresh კურსის ფარგლებში მონაწილე მწვრთნელები აზერბაიჯანულ "ყარაბაღსა" და ლუქსემბურგულ "დუდელანჟს" შორის გამართულ უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩს დაესწრნენ.

საბოლოო ჯამში უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის Refresh კურსი 18-მა მწვრთნელმა გაიარა. მათ კუთვნილი ლიცენზია 2022 წლის 31 დეკემბრამდე გაიხანგძლივეს.