საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ჭიჭინაძე უეფას დელეგატად დაინიშნა.
თამარ ჭიჭინაძე დელეგატის ფუნქციას ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მატჩზე პსვ ეინდჰოვენი - რუსენბორგი შეასრულებს, რომელიც 12 დეკემბერს PSV -ს სტადიონზე ეინდჰოვენში გაიმართება.
სფფ-ის წარმომადგენელი უკვე მრავალი წელია უეფას დელეგატად მუშაობს უვროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ გამართულ მატჩებზე, თუმცა პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მატჩზე იმუშავებს.