სიახლეები

B და A ლიცენზიების სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულებს ლიცენზიები გადაეცათ

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

11 დეკემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიების სასაწავლო პროგრამების კურსდამთავრებულებს კუთვნილი ლიცენზიები გადაეცათ.

​უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიების სასწავლო კურსი წარმატებით ჯამში 40-მა კურსანტმა დაასრულა. რამდენიმე თვიანი ინტენსიური სწავლება უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციის შესაბამისად, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ ღონისძიებას სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი, ფედერაციის ტექნიკური დირექტორი, ზაზა ზამთარაძე, ბავშვთა და რეგიონული ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გოჩა თამაზაშვილი და მწვრთნელთა პროფესიული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ვასილ მაისურაძე დაესწრნენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს და კუთვნილი ლიცენზიები გადასცეს.