საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სფფ-ს კომერციული სტრატეგიის შესახებ უეფა GROW-ს ვორქშოფი გაიმართა.
სემინარი უეფა GROW-ს ესქპერტმა დაგ თაკრიმ და უეფა GROW-ს ეროვნული ასოციაცების ბიზნეს განვითარების მენეჯერმა ალექსანდრე კუჩარევმა გამართეს. ვორქშოფის მთავარი თემა ფედერაციის კომერციული სტრატეგიული გეგმის გადახედვა და მომდევნო წლების სტრატეგიული გეგმის განხილვა იყო.
სემინარში მონაწილეობა სფფ-ს თანამშრომლებმა მიიღეს.