გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ, შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ალექსანდრე რევაზიშვილთან ერთად შიდა ქართლში მოღვაწე მწვრთნელებს უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიები გადასცეს.
ორდღიან სწავლებაში, რომელშიც მონაწილეობა აღნიშნული რეგიონის 41-მა მწვრთნელმა მიიღო, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა. გადამზადების შედეგად თითოეულ მათგანს ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის ნაცვლად უეფას კატეგორიის ლიცენზია გადაეცა, რაც მწვრთნელებს ევროპის მასშტაბით მუშაობის საშუალებას მისცემს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კურსი სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებითა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ბოლო ღონისძიებას თბილისი უმასპინძლებს, დეტალებისთვის იხილეთ ბმული.