საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ფარგლებში ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ წლის ბოლო ამხანაგური შეხვედრა გამართა. ქალაქ ჰერენტალსის სპორტის სასახლეში გამართული მატჩი, ფრედ 1:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან, ერთადერთი გოლი ნიკოლოზ კურტანიძის ანგარიშზეა.
ბელგია 1:1 საქართველო
საქართველო: ჯამბურია, თოფურია, კურტანიძე, ჯვარაშვილი, გიორგაია
სათადარიგო შემადგენლობა: კუპატაძე, თევზაძე, ბექაური, მაისაია, ჭოხონელიძე, ღავთაძე, თოდუა, სილაგავა, სებისკვერაძე
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
ბელგია: იდრისი, გისლანდი, საბაბტი, დილიენი, ეტალაკი
სათადარიგო შემადგენლობა: ვანდენჰეედე, დუჟაკიერი, რაჰუ, ვანდერჰეიდენი, ადნანე, დაბი, ტეიშეირა, კარელო, უადი
მთავარი მწვრთნელი: ლუკა ცრაგნაზი
მსაჯები: ხუან ბოელენი, ალაგეიკი, ჟირი ბერგსი, ვერნერ ბოსმანსი
ბელგიის საქართველოს ნაკრებმა სულ ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ბელგიისა და საქართველოს ფუტსალის ნაკრებთა პირველი ამხანაგური თამაში, 2 დეკემბერს ჩვენი გუნდის გამარჯვებით 4:1 დასრულდა.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის F ჯგუფში გერმანიის, კოსოვოსა და ავსტრიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. შეხვედრები 2020 წლის 29 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.