საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ფარგლებში ბელგიის ნაკრების წინააღდეგ პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ქალაქ ჰერენტალსის სპორტის სასახლეში გამართული მატჩი, ავთანდილ ასათიანის გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა და მისი გამარჯვებით 4:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ჰეთ-თრიკი არჩილ სებისკვერაძემ შეასრულა, ერთი გოლი კი, ნაკრების კაპიტნის, ზვიად კუპატაძის ანგარიშზეა.
ბელგია 1:4 საქართველო
საქართველო: კუპატაძე, თოფურია, კურტანიძე, ჯვარაშვილი, გიორგაია
სათადარიგო შემადგენლობა: ჯამბურია, თევზაძე, ბექაური, მაისაია, ჭოხონელიძე, ღავთაძე, თოდუა, სილაგავა, სებისკვერაძე, გიორგაია
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
ბელგია: ვანდენჰეედე, გისლანდი, რაჰუ, დაბი, კარელო
სათადარიგო შემადგენლობა: დუჟაკიერი, საბაბტი, ვანდერჰეიდენი, ადნანე, დილიენი, ტეიშეირა, იდრისი, ეტალაკი, უადი
მთავარი მწვრთნელი: ლუკა ცრაგნაზი
მსაჯები: გერდ ბილოსი, სტეფან ვრიენისი, ჰალილ აკსოი, აითუნ აგირდაგი
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები წლის ბოლო ამხანაგურ შეხვედრას, 3 დეკემბერს კვლავ ბელგიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.