29 ნოემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში 17-წლამდე და 19-წლამდე გოგონათა შორის ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-11 ჯგუფში ნორვეგიის, ჩეხეთისა და ბოსნია ჰერცეგოვინას 17-წლამდე ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ჯგუფს 2020 წლის 21 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით ბოსნია-ჰერცეგოვინა უმასპინძლებს. ჯგუფის საუკეთესო ორი გუნდი ასპარეზობას ელიტ-რაუნდში გააგრძელებს. 17-წლამდე გოგონებს შორის 2021 წლის ევროპის ჩემპიონატს ბელარუსი უმასპინძლებს.
რაც შეეხება საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებს, ჩვენი გუნდი ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასევე მე-11 ჯგუფში ფინეთის, ისლანდიისა და ბულგარეთის 19-წლამდე ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. შეხვედრები 2020 წლის 21-27 ოქტომბერს ბულგარეთში გაიმართება, შემდეგ ეტაპზე ასაპრეზობის უფლებას კი, ამ შემთხვევაშიც ჯგუფის საუკეთესო ორი გუნდი მოიპოვებს. ევრო 2021-ის ფინალურ ეტაპს ფარერის კუნძულები უმასპინძლებს.