29 ნოემბერს, უეფას ევროპა ლიგის მეხუთე ტურის მატჩები გაიმართება. ტრონჰეიმის ლერკენდალის სტადიონზე ნორვეგიული "როსენბორგი" ავსტრიულ "ლასკს" უმასპინძლებს. მატჩის მთავარი არბიტრი, გიორგი ყრუაშვილი იქნება, მას ასისტენტობას ზაზა მენთეშაშვილი და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, გიორგი ვადაჭკორიაა. მიმდინარე სეზონში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ქართველი მსაჯები უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩს განსჯიან.
შეგახსენებთ, რომ ქართველი არბიტრი, გიორგი ყრუაშვილი ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში 2019 წელს დაწინაურდა. ქართველი მსაჯი ფიფას მეორე კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა. ქართული ფეხბურთის ისტორიაში გიორგი ყრუაშვილი მეორე არბიტრია ლევან ფანიაშვილის შემდეგ, რომელმაც ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში აღნიშნულ დონეს მიაღწია.