სიახლეები

17-წლამდელების ფრე პორტუგალიასთან

ნაკრები U17
გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროშესარჩევ ჯგუფში მეორე მატჩი ჩაატარა. გიორგი ჩიტაურის გუნდი მასპინძელ პორტუგალიას უგოლოდ დაშორდა - 0:0.

მატჩის ყველაზე სახიფათო მომენტი სტუმრებს ჰქონდათ, როცა ლუკა გაგნიძემ ძელს მოარტყა ბურთი. ამგვარად, ჩვენს ნაკრებს 1 ქულა აქვს და ბოლო ტურში 19 ნოემბერს ხვდება ალბანეთს, რომელიც 0:2 დამარცხდა უკრაინასთან.

ხარატიშვილი, ზოსიაშვილი, ავალიანი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, გ. მამაგეიშვილი, გვიშიანი, გაგნიძე, აბუაშვილი, ო. მამაგეიშვილი, უბილავა.

შეცვლაზე შევიდნენ: დუნდუა, თურაზაშვილი, სიჭინავა.