პოლონეთში მიმდინარე 2020 წლის ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ-რაუნდში პირველი ჯგუფის მეორე ტურის მატჩები გაიმართა. 25 ოქტომბერს ავთანდილ ასათიანის გუნდი რეიტინგის საუკეთესო ევროპულ ნაკრებს შეხვდა. ესპანეთი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მხოლოდ ბრაზილიას ჩამორჩება, ჩვენი გუნდი პოლონეთის ქალაქ ზელონა გორაში დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.
ანგარიში ესპანელებმა ფერნანის შედეგიანი დარტყმით (12'53) გახსნეს, მეორე გოლი კი რაულ კამპოსმა გაიტანა (25'17), გაშვებული ორი გოლის შემდეგ, დროის ორ წუთიან მონაკვეთში საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა, ესანელთა კარში ჯერ არჩილ სებისკვერაძემ გაიტანა (30'33), შემდეგ კი ირაკლი თოდუამ (32'07). ესპანელთაგან გამარჯვების გოლის ავტორი ტოლრა გახდა (36'32). საბოლოოდ 3:2 ესპანეთის ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა.
ესპანეთი ამ დროისთვის მეინ-რაუნდის პირველი ჯგუფის ლიდერია. მათ პირველ ტურში ფინეთს 4:1 მოუგეს. დღესვე მეორე ტურის მეორე მატჩი მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა. მასპინძელმა პოლონეთის ნაკრებმა ფინეთთან 1:2 წააგო და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა. ესპანეთის ნაკრების შემდეგ, ელიტ რაუნდში გამსვლელი მეორე გუნდის ვინაობა, დასკვნით ტურში გაირკვევა,როდესაც საქართველოს ნაკრები ფინეთს დაუპირისპირდება. ამ წყვილიდან ერთერთი, ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში ითამაშებს, სადაც გუნდები მსოფლიო თასის საგზურისთვის იბრძოლებენ.
საქართველო-ესპანეთი 2:3
საქართველო: კუპატაძე, რონინიო,თალესი,სებისკვერაძე, ფუმასა
სათადარიგო შემადგენლობა: ბუკია,გიორგაია,თოფურია,კეკელია, თოდუა, ჯვარაშვილი, ჭუმბურიძე, კურტანიძე, ნიყვაშვილი.მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
ესპანეთი: ჰერერო,ტოლრა, ადოლფო, ხოსელიტო, ხუან ემილიო.
სათადარიგო შემადგენლობა: ხუანხო, ორტისი, ბებე, ბოისი, სოლანო, ლინი, ფერნანი, რაფა უსინი, რაუ კამპოსი
მთავარი მწვრთნელი: ფედერიკო ვიდალ მონტალდო
მსაჯები: ფარიკ კეცო (ბოსნია-ჰერცეგოვინა), იოსიპ ბარტონი (ჩრდილოეთ მაკედონია), დარიო პეზუტო (იტალია)
მესამე ტურის მატჩები 27 ოქტომბერს გაიმართება
ფინეთი-საქართველო 20:00
ესპანეთი-პოლონეთი 23:00