სიახლეები

17-წლამდელებმა საბერძნეთი დაამარცხეს

ნაკრები U17
გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროშესარჩევი ციკლის დაწყებამდე ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა და საბერძნეთი 2:0 დაამარცხა. შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართა. გიორგი ჩიტაურის გუნდმა თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა მეტოქეს და 2:0 იმარჯვა. გოლებით გიორგი გვიშიანი და ოთარ მამაგეიშვილი გამოირჩნენ.

ჩვენი გუნდის შემადგენლობა: ასათიანი, ზოსიაშვილი, ავალიანი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, ო. მამაგეიშვილი, გვიშიანი, გაგნიძე, აბუაშვილი, გ. მამაგეიშვილი, იობაშვილი. შეცვლაზე შევიდნენ: სალუქვაძე, უგრეხელიძე, უბილავა, სიჭინავა, თურაზაშვილი.