სიახლეები

თბილისის ლოკომოტივის აკადემიას დავით ყიფიანის სახელი მიენიჭა

სფფ
გაუზიარე

22 ოქტომბერს, თავისუფალი სკოლის ტერიტორიაზე საფეხბურთო კლუბის თბილისის "ლოკომოტივის" აკადემიის მორიგი მოედანი გაიხსნა, რომელსაც ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, დავით ყიფიანის სახელი მიენიჭა. 

გახსნის ცერემონიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე და ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი დაესწრნენ. ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებას ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები, თბილისის "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი და საფეხბურთო კლუბის სხვა პარტნიორები ესწრებოდნენ. 

ახალ მოედანზე თბილისის "ლოკომოტივის" სხვადასხვა ასაკობრივი გუნდები ივარჯიშებენ. საწვრთნელ პროცესში ბიჭები და გოგონები ინტეგრირებულად ჩაერთვებიან.

💬 კახა ჭუმბურიძე - სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი: "ფეხბურთის ფედერაციის თანამონაწილეობით კიდევ ერთი საფეხბურთო კერა შეიქმნა. ძალიან სასიამოვნოა, რომ აკადემია, რომელიც აქ იფუნქციონირებს 6-დან 9-წლამდე ბავშვებს მიიღებს. ეს პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის და ბავშვებში ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მოხარულები ვართ, რომ საფეხბურთო აკადემიას ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის დავით ყიფიანის სახელი მიენიჭა."

დავით ყიფიანის სახელობის საფეხბურთო აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საფეხბურთო კლუბ ლოკომოტივის თანამშრომლობის ფარგლებში აშენდა. მოედნის ტერიტორიაზე მოეწყო ადმინისტრაციული შენობა, რომელიც გასახდელებსა და სამუშაო ოთახებს მოიცავს.